Remondo

წესები და პირობები

ტერმინთა განმარტება

- შპს “რემონდო გლობალ” - შემდგომში “Remondo”, „ჩვენ“, “აპლიკაცია”. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს “რემონდო გლობალ”, საიდენტიფიკაციო კოდი 404794870.

- მომხმარებელი - იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს ისარგებლოს ჩვენი აპლიკაციით.

- მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.

- სერვისის მიმწოდებელი/შემსრულებელი - მომხმარებელი (ფიზიკური პირი, ბრიგადა, კომპანია), რომელიც ახორციელებს მომსახურების გაწევას მისი პროფეიისა და კომპეტენციის შესაბამისად.

- სერვისის მიმღები/დამკვეთი - მომხმარებელი, რომელიც იღებს სერვისის მიმწოდებლის/დამკვეთის მომსახურებას.

- კომპანია - შესაბამისი სამართლებრივი ფორმით, ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ახორციელებს აპლიკაციის მიერ შეთავაზებულ სერვისთან დაკავშირებულ საქმიანობას.

- სპეციალისტთა გუნდი - სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე პირთაგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ახორციელებს აპლიკაციის მიერ შეთავაზებულ სერვისთან დაკავშირებულ საქმიანობას.

- მხარეები - სერვისის მიმწოდებელი/შემსრულებელი და სერვისის მიმღები/დამკვეთი.

- მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.

- სწრაფი შეკვეთა - შეკვეთა, რომლის შესრულება შესაძლებელია მყისიერად.

- ხანგრძლივი შეკვეთა - შეკვეთა, რომლის შესრულებასაც შესაძლოა დასჭირდეს ორ ვიზიტზე მეტი.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროექტში მითითებული შეკვეთის ტიპი შესაძლოა იყოს სუბიექტური შეფასების საგანი და ცვალებადია.

- პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.

- რეგისტრაცია - პირადი ანგარიშის შექმნა.

- ანგარიში - მომხმარებლის მიერ Remondo-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.

- მიმდინარე პროექტი - აპლიკაციის საშუალებით მიღებული პროექტი, რომელიც დასრულებული არ არის და ხილვადია გვერდზე “მიმდინარე პროექტები”.

- დასრულებული პროექტი - აპლიკაციის საშუალებით მიღებული პროექტი, რომელიც შესრულდა და ხილვადია გვერდზე “დასრულებული პროექტები”.

1. შესავალი

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „Remondo“-ს აპლიკაციით სარგებლობის წესებსა და პირობებს. აღნიშნული არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც თქვენ მიერ დათანხმების შემთხვევაში, ფორმდება თქვენსა და შპს „რემონდო გლობალ“-ს შორის (ს/ნ: 404794870).

Remondo-ს ვებგვერდით და აპლიკაციით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და ჩვენს სხვა რეგულაციებთან ერთად, წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ასევე არეგულირებს თქვენ მიერ Remondo-ს სერვისის გამოყენებას და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და ვამჟღავნებთ ინფორმაციას, რომელიც მიღებულია თქვენ მიერ ჩვენთან ანგარიშის შექმნის და გამოყენების თუ სხვა მოქმედების განხორციელების შედეგად. წინამდებარე შეთანხმება მოიცავს ამ პირობებს და ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ და გაიგეთ წესები და პირობები და ეთანხმებით, რომ შეასრულებთ მათ.

ჩვენს აპლიკაციაში ანგარიშის შექმნის დროს, ანგარიშის მფლობელი პირი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს აპლიკაციით სარგებლობა, ვალდებულია, დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები.

კომპანია უფლებამოსილია,ერთპიროვნული გადაწყვეტილებით უარი განაცხადოს ნებისმიერი პირის რეგისტრაციაზე და ის არ არის ვალდებული, განმარტოს უარის თქმის მიზეზები.

თუ არ ეთანხმებით (ან ვერ შეასრულებთ) შეთანხმებებს, მაშინ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ აპლიკაცია, მაგრამ, გთხოვთ, შეგვატყობინოთ ელექტრონული ფოსტით davit@remondo.io-ზე, რათა გავაუმჯობესოთ სერვისი. ეს პირობები ვრცელდება ყველა ვიზიტორზე, მომხმარებელზე და სხვაზე, ვისაც სურს წვდომა ან გამოიყენოს სერვისი.

2. რეგისტრაცია

Remondo-ს მიერ შემოთავაზებული სრული მომსახურების მისაღებად, აუცილებელია ანგარიშის შექმნა (რეგისტრაცია, როგორც სერვისის მიმწოდებელი/რეგისტრაცია, როგორც სერვისის მიმღები), რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:

- სახელი, გვარი.

- ელექტრონული ფოსტა.

- ტელეფონის ნომერი.

- პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი.

- დაბადების თარიღი (ფიზიკური პირის, სპეციალისტთა გუნდის/კომპანიის წარმომადგენლის);

- სისტემაში შესასვლელი პაროლი.

- ტელეფონის ნომრის საშუალებით რეგისტრაციის ვერიფიკაციის კოდი.

- პირადი მონაცემების შევსების შემდეგ, სერვისის მიმწოდებელი ირჩევს იმ პროფესიებსა და სერვისებს, რომელთა მიწოდებაც შეუძლია დამკვეთისთვის, უთითებს მომსახურების გაწევის ლოკაციას, გამოცდილებას, მომსახურების ღირებულების დიაპაზონს, ასევე მის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და შეუძლია ატვირთოს პროფილის ფოტო და შექმნას ნამუშევრების პორტფოლიო. მითითებული მონაცემების ცვლილება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

- მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ.

- ის არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი.

- მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი. ის არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს Remondo-ს აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით

- არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით.

- დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს აპლიკაციაში არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, Remondo-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

- არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს და არ შეეცდება, მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე.

- არ გამოიყენებს აპლიკაციას ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ასევე სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით.

- არ გამოიყენებს მოწყობილობას/პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება აპლიკაციიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა და არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც რაიმე ფორმით საფრთხეს შეუქმნის აპლიკაციის გამართულ ფუნქციონირებას.

- არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და აპლიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

3. აპლიკაციის საშუალებით სერვისის მიღება-მიწოდების სპეციფიკა

3.1. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შექმნის ანგარიშს, შემსრულებელსა და დამკვეთს შორის კომუნიკაცია ხორციელდება შემდეგნაირად.

3.1.1. დამკვეთი ღილაკზე “პროექტის დამატება” დაჭერით.

- მიუთითებს სასურველი ფასის დიაპაზონს (ან ნიშნავს ფანჯარას “ფასი შეთანხმებით”)

- ირჩევს სამუშაოს შესრულების თარიღს (ან ნიშნავს ფანჯარას “დრო შეთანხმებით”.

- ტვირთავს ფოტო-ვიდეო მასალას.

3.1.2. ახალი პროექტი, არჩეული პროფესიის/სერვისის და ლოკაციის შესაბამისად, ავტომატურად ეგზავნება შემსრულებელს და ხვდება მის “შეთავაზებები”-ს გვერდზე. დამკვეთის შემთხვევაში, პროექტი ჩანს “გამოხმაურებები”-ს გვერდზე.

3.1.3. სერვისის მიმწოდებელს მის გვერდზე შესულ პროექტთან დაკავშირებით შეუძლია სამი ტიპის ღილაკზე ხელის დაჭერით გადაწყვეტილების მიღება.

- “დათანხმება” (აღნიშნულ შემთხვევაში თანხმობის შესახებ ინფორმაცია მიუვა დამკვეთს სხვა შემსრულებლების თანხმობებთან ერთად)

- “უარყოფა” (პროექტი გაქრება მისი შეთავაზებების გვერდიდან)

- “პირობების შეცვლა” (შემსრულებელს აქვს საშუალება, შეცვალოს სამუშაოს აღწერა და მომსახურების ღირებულება. შეცვლის შემდეგ, დამკვეთს პროექტი შეცვლილი პირობების შეთავაზებით უჩანს “გამოხმაურებები”-ს გვერდზე).

3.1.4. დამკვეთს “გამოხმაურებები”-ს გვერდზე უჩანს მომსახურების გამწევ პირთა მიერ დათანხმებული და ასევე შეცვლილი პირობებით გამოგზავნილი პროექტები. მის მიერ არჩევანის გაკეთების შემდეგ, შერჩეულ შემსრულებელს პროექტი გამოუჩნდება გვერდზე “სხვისი პროექტები”.

3.1.5. შემსრულებლის მიერ პროექტის გვერდზე შესვლით შესაძლებელია დამკვეთისა და მისი საკონტაქტოს შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის განახლება.

3.2. ანგარიშსწორების დრო, პერიოდულობა და ოდენობა სრულად არის დამოკიდებული სერვისის მიმწოდებლისა და სერვისის მიმღების შეთანხმებაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით Remondo არ იღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას.

4. შემსრულებლის პირადი გვერდი

4.1. შემსრულებელს აპლიკაციაში „სამუშაო სივრცის“ გვერდიდან ნებისმიერ დროს შეუძლია განახორციელოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის (პროფესია, სერვისი, ლოკაცია, გამოცდილება, ფასების დიაპაზონი,მის შესახებ მოკლე ინფორმაცია, მისი ნამუშევრები) რედაქტირება.

4.2. შემსრულებლის სამუშაო სივრცეში არსებული ღილაკის „აქტიური სტატუსი“ ჩართვა-გამორთვით, შემსრულებელს საშუალება აქვს, მართოს მისი შეთავაზებები, კერძოდ, აღნიშნული ღილაკის გათიშვის შემთხვევაში, მას აღარ მიუვა შეთავაზება ახალ პროექტებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ღილაკს კვლავ გაააქტიურებს (მოინიშნება მწვანე ფერში), მის შეთავაზებებში გაჩნდება ყველა ის ახალი პროექტი, რომელიც დაემატა მისი არააქტიური სტატუსის განმავლობაში და რომელზეც დამკვეთის მიერ შემსრულებელი ჯერ კიდევ არ შერჩეულა.

4.3. პროექტი დასრულებულად ითვლება დამკვეთის მხრიდან მისი დასრულებულად მონიშვნის შემდეგ. თუკი დამკვეთი პროექტის რეალურად დასრულების შემდეგ არ აღნიშნავს პროექტის განახლებულ სტატუსს აპლიკაციაში, შემსრულებელს შეუძლია გაგზავნოს მოთხოვნა აღნიშნულთან დაკავშირებით. სამი დღის განმავლობაში დამკვეთის მხრიდან პასუხის არარსებობის შემთხვევაში, პროექტი ავტომატურად გადავა დასრულებულ პროექტებში.

5. შეფასების ფორმა

დამკვეთს შემსრულებლის მიერ პროექტის დასრულებისთანავე შეტყობინების სახით მისდის შეფასების გვერდი, სადაც ის აფასებს გაწეული მომსახურების ხარისხის, შესრულების დროისა და მისთვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ე.წ. “5 ვარსკვლავის” პრინციპით, სადაც ვარსკვლავების რაოდენობას აქვს შემდეგი მნიშვნელობა.

- ★ ★ ★ ★ ★ - ძალიან კარგი

- ★ ★ ★ ★ - კარგი

- ★ ★ ★ - საშუალო

- ★ ★ - ცუდი

- ★ - ძალიან ცუდი

აღნიშნულ შეფასებასთან ერთად დამკვეთს აქვს საშუალება, კომენტარის სახით გააკეთოს შეფასება, რომელიც აისახება შემსრულებლის გვერდზე და რომლის წშლის საშუალებაც შემსრულებელს არ ექნება.

6. აპლიკაციის სხვა წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვა

6.1. თქვენი მხრიდან წინამდებარე პირობებზე თანხმობის გამოხატვით Remondo-ს ასევე აძლევთ უფლებას, გამოვიყენოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია მხოლოდ აპლიკაციის სერვისის მიზნებისთვის და გავუზიაროთ მომსახურების მიმღებ პირებს შემდეგი სახის ინფორმაცია: თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ, ფოსტა, თქვენ მიერ მითითებული პროფესიები და სერვისები.

6.2. დამკვეთი, თავის მხრივ, ვალდებულია, იმოქმედოს კეთილსინდისიერად, მხარეთა მიერ შეთანხმებულ დროს და შეთანხმებული ოდენობით მოახდინოს გაწეული მომსახურების ანაზღაურება.

6.3. შემსრულებელი, თავის მხრივ, ვალდებულია, შეასრულოს მასზე დაკისრებული სამუშაო კეთილსინდისიერად, შეთანხმებული პირობებითა და შეთანხმებული ხარისხის სამუშაო მასალით მხარეთა მიერ დათქმულ დროში.

6.4. შემსრულებელსა და დამკვეთს უფლება აქვთ, მხოლოდ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნებისმიერ დროს დაასრულონ მიმდინარე პროექტი.

6.5. მომხმარებელთა მიერ აპლიკაციის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და თქვენ გამოხატავთ თანხმობას, არ გამოიყენოთ სერვისი.

6.5.1. ნებისმიერი სახით, რომელიც არღვევს მოქმედ ეროვნულ ან საერთაშორისო კანონს ან რეგულაციას.

6.5.2. იმ ფორმით, რაც გამოიწვევს არასრულწლოვანთა ექსპლუატაციის.

6.5.3. კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის, სხვა მომხმარებლის, ან ნებისმიერი სხვა პირის სახელით, სუბიექტის იმიჯის განსახიერებით ან განსახიერების მცდელობით.

6.5.4. ნებისმიერი გზით, რომელიც არღვევს სხვათა უფლებებს, ან რაიმე ფორმით არის უკანონო, მუქარის შემცველი, თაღლითური ან საზიანო, ან რაიმე უკანონო, უკანონო, თაღლითურ ან მავნე მიზანთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით.

6.5.5. იმ ფორმით, რამაც შეიძლება გააუქმოს, გადატვირთოს, დააზიანოს ან გააუარესოს აპლიკაცია ან ხელი შეუშალოს სხვა მხარის მიერ აპლიკაციის გამოყენებას, მათ შორის სერვისის მეშვეობით რეალურ დროში აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას.

6.6. სერვისის მიმწოდებელს არ აქვს უფლება, სერვისის მიმღებს გაუზიაროს სხვისი ტელეფონის ნომერი და თავად უთხრას უარი სამუშაოს შესრულებაზე, ეს მოქმედება იქნება აღქმული, როგორც აპლიკაციის გვერდის ავლის მცდელობა (მაგ.: პირად პროფილზე ნებისმიერი ფორმით საკონტაქტო ინფორმაციის განთავსება, დამკვეთისთვის საკუთარის ნაცვლად სხვა შემსრულებლის საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება და სხვ.) რა შემთხვევაშიც განხორციელდება სერვისის მომწოდებლის გვერდის დეაქტივაცია.

7. Remondo იტოვებს უფლებას, ზემოაღნიშნულ ნებისმიერ დარღვევაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოახდინოს მომხმარებლის ანგარიშის დეაქტივაცია ან დროებით არააქტიურ სტატუსზე გადაყვანა.