ჩვენს შესახებ
Remondo აერთიანებს ყველა სარემონტო და სამშენებლო სერვისს ერთ პლატფორმაზე, რომელიც უზრუნველყოფს შემსრულებელსა და დამკვეთს შორის სანდო და გამჭვირვალე კომუნიკაციას, რაც რემონტისა და მშენებლობის პროცესს სწრაფს, კომფორტულსა და საიმედოს ხდის. აპლიკაციაში ხელმისაწვდომია 100-ზე მეტი პროფესია და სერვისი, რომლებიც მოიცავენ მომსახურების სფეროს სარემონტო და სამშენებლო მიმართულებით. Remondo დამკვეთებს აძლევს საშუალებას, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ პლატფორმაზე განათავსონ საკუთარი შეთავაზება და მიიღონ სასურველი სერვისი, ხოლო შემსრულებლებს გაზარდონ შეკვეთების რაოდენობა სწრაფად და მარტივად.