ყველა სამშენებლო და სარემონტო სერვისი ერთ აპლიკაციაში
შეხვდი ყველა გამოწვევას მომზადებული რემონდოს დახამრებით, სადაც 100-ზე მეტი სერვისია შემოთავაზებული
აირჩიე შემოთავაზებული სერვისიები
უმარტივესი ძებნის ფუნქციით მოძებნე სასურველი სერვისი, სურვილის შემთხვევაში, მიუთითე საორიენტაციო პირობები და შეთავაზება მზადაა
შეარჩიე შემსრულებელი
რემონდო თავად მოგიძებნის შენი პროექტისთვის შესაბამის შემსრულებლებს, შენ კი მათგან საუკეთესოს შეარჩევ მისი გამოცდილებისა და რეიტინგის და შენი ბიუჯეტის გათვალისწინებით
დაუკავშირდი მარტივად
შემსრულებლის შერჩევის შემდეგ, ერთმანეთის საკონტაქტო ინფორმაცია გამოგიჩნდებათ, ხოლო პროექტთან დაკავშირებული შემდგომი განახლებებისთვის თვალის დევნება აპლიკაციაშივეა შესაძლებელი
ხშირად დასმული კითხვები
რატომ უნდა ვისარგებლო Remondo-ს აპლიკაციით?
Remondo-ს დახმარებით, შეძლებ მარტივად და სწრაფად გაზარდო შენი მომხმარებლების რაოდენობა და აირჩიო მხოლოდ შენთვის სასურველი პირობები. მეტი შეკვეთა დროის დიდი დანაზოგით, გაზრდილი რეიტინგი და შემოსავალი, პროცესების მარტივად მართვა და მეტი გამოცდილება - არის ის, რასაც ჩვენს აპლიკაციაში იპოვი.
როგორ მივიღო მეტი შეკვეთა?
მეტი შეკვეთის მისაღებად, მნიშვნელოვანია, რომ შენს პროფილზე სწორად და ამომწურავად მიუთითო ინფორმაცია შენი სამუშაო სფეროსა და ლოკაციის შესახებ. ამგვარად, შეთავაზებებში მხოლოდ შენტვის საინტერესო და მისაღები პროექტები გამოგეგზავნება.
სად ვნახო შემოთავაზებული პროექტები?
შენთვის შემოთავაზებული პროექტების ნახვა შესაძლებელია „შეთავაზებები“-ს გვერდზე. შენგან თანხმობისა და დამკვეთის მიერ შენი არჩევის შემთხვევაში, პროექტი გადავა “მიმდინარე პროექტები”-ს გვერდზე.
შემიძლია შემოთავაზებულ პროექტზე პირობების ცვლილება?
დიახ, პროექტთან დაკავშირებით შეგიძლია სამი ტიპის გადაწყვეტილების მიღება: “დათანხმება”, “უარყოფა” ან “პირობების შეცვლა”.
როგორ მუშაობს აპლიკაცია?
დამკვეთის მიერ შექმნილი ახალი პროექტი, არჩეული სერვისისა და ლოკაციის შესაბამისად, ავტომატურად ეგზავნება შეთავაზებებში იმ შემსრულებელს, რომელსაც თავის პროფილზე არჩეული აქვს აღნიშნული სერვისი/პროფესია და ლოკაცია.
როგორ ხდება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის შეთანხმება?
ანგარიშსწორების დრო, პერიოდულობა და ოდენობა სრულად არის დამოკიდებული დამკვეთსა და შემსრულებელს შორის არსებულ შეთანხმებაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით Remondo არ იღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას.
რა განსაზღვრავს ჩემს რეიტინგს?
აპლიკაციაში შენი რეიტინგი განისაზღვრება შენ მიერ შესრულებული პროექტების მომხმარებელთა შეფასებით, ამიტომ აპლიკაციისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, მნიშვნელოვანია, მომხმარებელთან ნაკისრი ვალდებულება შესრულდეს პირნათლად და შეთანხმებული პირობების დაცვით.
შემიძლია პროფილზე ახალი სერვისი ან პროფესია დავამატო?
აპლიკაციაში „სამუშაო სივრცის“ გვერდიდან ნებისმიერ დროს შეგიძლია შენ შესახებ მითითებული ინფორმაციის (პროფესია, სერვისი, ლოკაცია, გამოცდილება, ფასების დიაპაზონი და სხვ.) რედაქტირება.
რამდენად არის დაცული აპლიკაციაში ჩემი მონაცემები?
ჩვენ მიერ, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, შენი მონაცემები გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევისა და მისი გაუმჯობესების მიზნებისთვის. შენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა გადაეცემა მხოლოდ სერვისის მიმღებს, რომლის პროექტზეც იმუშავებ.
როგორ მოვიქცე, თუ ჩემი პროფესია/სერვისი აპლიკაციაში არ არის?
თუკი შენს პროფესიას ან შენ მიერ გაწეული სამუშაოს შესაბამის სერვისს აპლიკაციაში ვერ აღმოაჩენ, დაუკავშირდი ჩვენს გუნდს “მხარდაჭერის” გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის შევსების გზით.
რა განსხვავებაა სწრაფ და ხანგრძლივ შეკვეთებს შორის?
სწრაფი შეკვეთა ისეთი შეკვეთაა, რომლის შესრულება მყისიერად არის შესაძლებელი, ხოლო ხანგრძლივი შეკვეთის შესრულებას შესაძლოა დასჭირდეს, პირობითად, ორ ვიზიტზე მეტი. გასათვალისწინებელია, რომ პროექტში მითითებული შეკვეთის ტიპი შესაძლოა იყოს ცვალებადი და სუბიექტური შეფასების საგანი.
შემიძლია დამკვეთს აპლიკაციაში გავუგზავნო სიახლეები?
დიახ, შეგიძლია მიმდინარე პროექტზე განახლების გაგზავნის გზით დამკვეთს აცნობო პროექტის მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნულ განახლებას დამკვეთი ავტომატურ რეჟიმში მიიღებს.