Remondo

ყველა სამშენებლო და სარემონტო სერვისი ერთ აპლიკაციაში

შეხვდი ყველა გამოწვევას მომზადებული რემონდოს დახამრებით, სადაც 100-ზე მეტი სერვისია შემოთავაზებული

1

აირჩიე შემოთავაზებული სერვისიები

უმარტივესი ძებნის ფუნქციით მოძებნე სასურველი სერვისი, სურვილის შემთხვევაში, მიუთითე საორიენტაციო პირობები და შეთავაზება მზადაა

შემსრულებლის არჩევა რემონდოში
2

შეარჩიე შემსრულებელი

რემონდო თავად მოგიძებნის შენი პროექტისთვის შესაბამის შემსრულებლებს, შენ კი მათგან საუკეთესოს შეარჩევ მისი გამოცდილებისა და რეიტინგის და შენი ბიუჯეტის გათვალისწინებით

3

დაუკავშირდი მარტივად

შემსრულებლის შერჩევის შემდეგ, ერთმანეთის საკონტაქტო ინფორმაცია გამოგიჩნდებათ, ხოლო პროექტთან დაკავშირებული შემდგომი განახლებებისთვის თვალის დევნება აპლიკაციაშივეა შესაძლებელი

პროექტის მართვა რემონდოში

ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნდა ვისარგებლო Remondo-ს აპლიკაციით?

Remondo-ს დახმარებით, შეძლებ მარტივად და სწრაფად გაზარდო შენი მომხმარებლების რაოდენობა და აირჩიო მხოლოდ შენთვის სასურველი პირობები. მეტი შეკვეთა დროის დიდი დანაზოგით, გაზრდილი რეიტინგი და შემოსავალი, პროცესების მარტივად მართვა და მეტი გამოცდილება - არის ის, რასაც ჩვენს აპლიკაციაში იპოვი.

როგორ მივიღო მეტი შეკვეთა?

მეტი შეკვეთის მისაღებად, მნიშვნელოვანია, რომ შენს პროფილზე სწორად და ამომწურავად მიუთითო ინფორმაცია შენი სამუშაო სფეროსა და ლოკაციის შესახებ. ამგვარად, შეთავაზებებში მხოლოდ შენტვის საინტერესო და მისაღები პროექტები გამოგეგზავნება.

სად ვნახო შემოთავაზებული პროექტები?

შენთვის შემოთავაზებული პროექტების ნახვა შესაძლებელია „შეთავაზებები“-ს გვერდზე. შენგან თანხმობისა და დამკვეთის მიერ შენი არჩევის შემთხვევაში, პროექტი გადავა “მიმდინარე პროექტები”-ს გვერდზე.

შემიძლია შემოთავაზებულ პროექტზე პირობების ცვლილება?

დიახ, პროექტთან დაკავშირებით შეგიძლია სამი ტიპის გადაწყვეტილების მიღება: “დათანხმება”, “უარყოფა” ან “პირობების შეცვლა”.

როგორ მუშაობს აპლიკაცია?

დამკვეთის მიერ შექმნილი ახალი პროექტი, არჩეული სერვისისა და ლოკაციის შესაბამისად, ავტომატურად ეგზავნება შეთავაზებებში იმ შემსრულებელს, რომელსაც თავის პროფილზე არჩეული აქვს აღნიშნული სერვისი/პროფესია და ლოკაცია.

როგორ ხდება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის შეთანხმება?

ანგარიშსწორების დრო, პერიოდულობა და ოდენობა სრულად არის დამოკიდებული დამკვეთსა და შემსრულებელს შორის არსებულ შეთანხმებაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით Remondo არ იღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას.