კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანი
ჩვენს მიზანს წარმოადგენს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა. აპლიკაციაში ვიზიტისა და მისი სერვისის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ, გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ვინაიდან ჩვენს კონფიდენციალურობის პირობებში შესაძლოა განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ წინამდებარე დოკუმენტი. მომხმარებელი, რომელიც შპს “რემონდო გლობალ”-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას შპს “რემონდო გლობალ”-ს, გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მისი შემდგომი შენახვისა და დამუშავების მიზნით.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს შპს “რემონდო გლობალ”-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, ასევე გამოყენებისა და შენახვის პირობებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) საფუძველზე. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს “რემონდო გლობალ”-ის აპლიკაციით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.
ტერმინთა განმარტება
ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზნებისთვის, მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა/ იგულისხმება:
- შპს “რემონდო გლობალ” - შემდგომში “Remondo”, „ჩვენ“, “აპლიკაცია”. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს “რემონდო გლობალ”, საიდენტიფიკაციო კოდი 404794870.
- მომხმარებელი - იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს ისარგებლოს ჩვენი აპლიკაციით.
- სერვისი - აპლიკაციაში შემოთავაზებული სერვისი.
- ანგარიში - უნიკალური ანგარიში, რომელიც თქვენ შექმნით ჩვენს სერვისზე ან ჩვენი სერვისის ნაწილებზე წვდომისთვის.
- პერსონალური მონაცემები - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად პირს.
- პროექტი - აპლიკაციის საშუალებით მოთხოვნილი/მიღებული პროექტი.
- სერვისის მიმწოდებელი/შემსრულებელი - მომხმარებელი, რომელიც ახორციელებს მომსახურების გაწევას მისი პროფეიისა და კომპეტენციის შესაბამისად.
- სერვისის მიმღები/დამკვეთი - მომხმარებელი, რომელიც იღებს სერვისის მიმწოდებლის/დამკვეთის მომსახურებას.
- მხარეები - სერვისის მიმწოდებელი/შემსრულებელი და სერვისის მიმღები/დამკვეთი.
- პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
- რეგისტრაცია - პირადი ანგარიშის შექმნა.
- ანგარიში - მომხმარებლის მიერ Remondo-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.
კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე თანხმობა
აპლიკაციით სარგებლობა ავტომატურად მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, მასში არსებულ წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვად. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი, აპლიკაციის სერვისით სარგებლობისას, Remondo-ს ანიჭებს უფლებამოსილებას, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია Remondo-ს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევისა და მისი გაუმჯობესების მიზნებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში Remondo მოკლებულია შესაძლებლობას, მომხმარებელს გაუწიოს რაიმე სახის მომსახურება და შევიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
- Remondo-ს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
- მომხმარებელთან ეფექტიანი კომუნიკაცია.
- მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების, მისთვის არსებული დისკომფორტის აღმოფხვრა.
- მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი.
- აპლიკაციაში არსებული სიახლეების მომხმარებლებისათვის შეტყობინება.
- მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება.
- მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვისაც უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება.
- პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
- აპლიკაციის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია.
- სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება.
- მომხმარებელთა და მესამე პირთა კანონიერი ინტერესების დაცვა.
- Remondo-სთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.
მონაცემთა დამუშავების საფუძველი
Remondo-სა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლებია.
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან/და მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია აპლიკაციის სერვისის მიზნებისთვის.
- მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე.
- მისთვის სახელშეკრულებო ურთიერთობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად და მომსახურების გასაუმჯობესებლად.
მომხმარებლის უფლებამოსილება
მომხმარებელს უფლება აქვს Remondo-სმოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი.
- მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება ჩვენ მიერ და რა გზით მოხდა მათი შეგროვება/მოპოვება.
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი.
- მონაცემთა შენახვის ვადის ან მისი განსაზღვრის კრიტერიუმის შესახებ.
მომხმარებელს უფლება აქვს, ზემოაღნიშნული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 კალენდარული დღით, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დაუყოვნებლივ. ჩვენი აპლიკაციის სერვისის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მხრიდან მომხმარებლის ინფორმირება ხორციელდება ელექტრონული ფორმით.
მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში Remondo ვალდებულია, შეასწოროს/შეავსოს/განაახლოს მომხმარებლის შესახებ მცდარი/არაზუსტი/არასრული მონაცემ(ებ)ი ან მომხმარებელს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. მომხმარებელს უფლება აქვს, Remondo-ს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგი) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში Remondo ვალდებულია, შეწყვიტოს/წაშალოს ან გაანადგუროს მომხმარებლის შესახებ არსებული მონაცემები ან მომხმარებელს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. მომხმარებლის მიერ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნისა და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ის ვეღარ ისარგებლებს აპლიკაციის სერვისით ხელახლა რეგისტრაციამდე, რაც თავისთავად გულისხმობს მონაცემთა დამუშავებაზე ხელახლა თანხმობის გამოხატვას.
აქედან გამომდინარე, მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ Remondo-სათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების წაშლა/განადგურება, Remondo-ს მხარდაჭერის გუნდისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, Remondo, თავის მხრივ, 10 სამუშაო დღის ვადაში გააუქმებს მომხმარებლის პირად ანგარიშს და შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას ან/და გაანადგურებს დამუშავებულ მონაცემებს, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.მომხმარებელი უფლებამოსილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.
მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებელი ვალდებულია Remondo-ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.
არასრულწლოვანი პირი
Remondo მოკლებულია შესაძლებლობას, გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ აპლიკაციაში ანგარიშის მფლობელი პირი არ არის სრულწლოვანი, Remondo იტოვებს უფლებას, არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გააუქმოს აღნიშნული ანგარიში. თუ თქვენთვის ცნობილი გახდება, რომ Remondo-ზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა აპლიკაციით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ, აღნიშნულის თაობაზე გვაცნობოთ დაუყოვნებლივ.
მომხმარებელთა მონაცემების სხვა პირებზე გადაცემა
სხვა პირთათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემის მიზანს წარმოადგენს მხარეთა შორის ეფექტიანი თანამშრომლობა.
სერვისის მიმღების პერსონალური მონაცემები გადაეცემა მხოლოდ მის მიერ შერჩეულ სერვისის მიმწოდებელს. აღნიშნულ შემთხვევაში გადასაცემი მონაცემებია: სერვისის მიმღების სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და შეკვეთის მისამართი.
სერვისის მიმწოდებლის მონაცემები გადაეცემა სერვისის მიმღებს, რომლის პროექტზეც ის იმუშავებს. აღნიშნულ შემთხვევაში გადასაცემი მონაცემებია: სერვისის მიმწოდებლის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა.
ადგილმდებარეობის მიხედვით, შესაძლებელია სერვისის მიმღების პერსონალური მონაცემები გადაცემულ იქნას Remondo-ს პარტნიორებისათვის, რომელთა მიერ მონაცემების დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.
მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, Remondo-ს, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.
Remondo უფლებამოსილია, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.
პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობა/გამოხმობა
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მომხმარებელი ავტომატურად გასცემს თანხმობას წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და აპლიკაციის წესებსა და პირობებზე დათანხმებით.
მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა, Remondo-სგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, Remondo შეწყვეტს მომხმარებლისთვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ათი სამუშაო დღისა.
მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობის გამოხმობა ხდება Remondo-ს ელექტრონულ ფოსტაზე აღნიშნული მოთხოვნის წერილობით ჩამოყალიბების გზით.
მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს Remondo-ს, შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.
მონაცემების შეგროვება/მოპოვება/მიღება
Remondo პერსონალურ ინფორმაციას იღებს შემდეგი გზით.
- მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში რეგისტრაცია.
- ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომუნიკაცია.
- მომხმარებლის მიერ აპლიკაციის გამოყენება.
აპლიკაციაში რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას.
- სახელი, გვარი
- ელექტრონული ფოსტა
- ტელეფონის ნომერი
- პირადი ნომერი
- დაბადების თარიღი
- სისტემაში შესასვლელი პაროლი.
კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას Remondo ინახავს და ამუშავებს კანონმდებლობით, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკითა და აპლიკაციის სერვისის სპეციფიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.
უსაფრთხოება
მომხმარებლის პირადი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა) და პაროლის საშუალებით. გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში Remondo იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.
Remondo არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას Remondo-ს სერვერებზე.
მესამე მხარე
Remondo იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა კომპანიებთან, აპლიკაციებთან თუ ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლოა გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს Remondo-ს აპლიკაციაში. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, Remondo მოგიწოდებთ, გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ცვლილებები და დამატებები
რეკომენდებულია, აპლიკაციის მომხმარებლები პერიოდულად გაეცნონ წინამდებარე დოკუმენტს, ვინაიდან შესაძლებელია, მასში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები.
კონტაქტი
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით davit@remondo.io